ჩვენ შესახებ

 თბილისის სპორტის სასახლე საზეიმოდ გაიხსნა 1961 წლის 12 მაისს. ათეული წლების განმავლობაში ის მასპინძლობდა უამრავი სახის ტურნირსა და სხვადასხვა ღონისძიებას.
2007 წლის 8 მაისს შპს "ლოჯიკ გრუპ"-მა ქალაქ თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ითავა თბილისის სპოტის სასახლის შენობის სრული რენოვაცია. კომპანიას 30 წლის მართვის უფლებით გადაეცა "სპორტის სასახლის" 100%-იანი წილი.
აღსანიშნავია, რომ სპორტის სასახლე დღეს საქართველოში ერთადერთი გადახურული დარბაზია, რომელიც 10 ათასამდე დამსწრეს იტევს. ამჟამად მას არა მარტო ჩვენს ქალაქში, არამედ რეგიონში პოტენციური კონკურენტი არ გააჩნია.
სპორტის სასახლეს გარდა ცენტრალური არენისა, აქვს რამდენიმე სავარჯიშო დარბაზი, როგორც ღია, ასევე დახურული საგამოფენო მოცულობები, საოფისე ფართი, მიმდებარე ტერიტორია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება კომერციულად დაიტვირთოს.
სპორტის ასახლეს საშუალება აქვს უმასპინძლოს არა მარტო ადგილობრივი მნიშვნელობის “სპორტულ ღონისძიებებს” არამედ საერთაშორისო ტურნირებსაც, რისთვისაც სპორტის სასახლის ინფრასტრუქტურა სრულ მზადყოფნაშია. გარდა ამისა, აქ შესაძლებელია ფართო არჩევანის მქონე ღონისძიებების მოწყობა :
· ყრილობები
· სხვადასხვა სახის გამოფენები
· კონცერტები
· გასართობი პროგრამები
· სხვადასხვა შოუები